პროექტი

                                         პროექტი

                                                           ,,ჩვენ და გარემო"
                 პედ. ლალი ქვეითაია და პროექტის ავტორები III/2 კლასის მოსწავლეები

       პროექტის შინაარსი: 
       მოსწავლეებმა უნდაჩამოაყალიბონ თავიანთი დამოკიდებულებაგარემომცველი ბუნების  მიმართ.
       ისინი ატარებენ კვლევებს, აკვირდებიან ბუნებას, გარემომცველ სამყაროს, აჯამებენ კვლევის შედეგებს. გამოაქვთ დასკვნები.


                                                        პროექტის მიზნები 
  • მოსწავლეთა ცნობიერების და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება
  • მონაცემთა შეგროვება, დაჯამება, დაკვირვების და საინფორმაციო წყაროების საშუალებით
  • პრეზენტაციისთვის საჭირო უნარების განვითარება
  • სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება
  • მოსწავლეთა შორის კომუნიკაციის და კოლაბორაციის ხელშეწყობა
      პროექტის ხანგრძლივობა:  2 კვირა

                                                          პროექტის შედეგები
  • იზრდება მოტივაცია
  • იზრდება თემატიკის სიღრმისეული გაგება
  • შერჩეული აქტივობები ხელს უწყობს აზროვნების ზედა დონის და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას - როგორიცაა:
     სოციოლოგიური, ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის კვლევა-ძიების, დასკვნების გამოტანის, კრიტიკული აზროვნების უნარები.
  • ეზრდებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • უმჯობესდება ტექნოლოგიური უნარები
  • ხდება ცოდნის კონდტრუირება
  • მშობლები ერთვებიან ბავშვებთან ერთად პროექტის მომზადებაში








პროექტი ,,დაიცავი გარემო"
გ  ე  გ  მ  ა
IV/2 კლასი

    სასწავლო თემის ავტორი
          ლალი ქვეითაია
რაიონი  - ძველი თბილისი
სკოლა - 51 საჯარო სკოლა
ქალაქი - თბილისი
     თემის შინაარსი - აღვზარდოთ და განვამტკიცოთ მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა
     თემის დასახელება - ,,დაიცავი გარემო"
საგანი - ბუნება     
დონე/კლასი - IV-2, ასაკი  9-10 წელი
დრო - 2 კვირა
     თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

ბუნ. IV.2.  მოსწავლე აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე დამოკიდებულებას.
ბუნ. IV.10.   მოსწავლეს შეუძლია ჯგუფში უსაფრთხოების წესების დაცვა.
ბუნ. IV.2.     ასახელებს საგანგებო სიტუაციაში ჯგუფური მოქმედების წესებს.

·         იკვლევს ლოკალურ გარემოს და აღწერს მისთვის ადვილად დაკვირვებად დროის პერიოდში გამოწვეულ ცვლილებებს, განასხვავებს გარემოსათვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს.
·         თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს ქცევის წესების შემუშავებაში.
·         მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.

ისტ. ტექ. 4. I მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
·           იყენებს ისტ-ს თანატოლებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის მოპოვებისთვის.

პროექტის მიზნები
·                მოსწავლეთა ჩართვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
·                მოსწავლეთა ცნობიერების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აღზრდა.
·                უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.

·                მონაცემთა შეგროვება, დასკვნების, მარტივი ექსპერიმენტების, საინფორმაციო წყაროების საშუალებით.
·                მონაცემთა აღრიცხვა, მათი დახარისხება.
·                უსაფრთხო, დაცული გარემოს შესაქმნელად, გარკვეული წესების, პროცედურების დაცვა.

   მოსწავლეეები განივითარებენ აზროვნების ზედა დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს:
·                შემოქმედითობა და გამომგონებლობა
·                კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
·                კომუნიკაცია და თანამშრომლობა
·                საინფორმაციო და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები

მოსწავლის ამოცანები / სწავლის შედეგები

·                მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში
·                მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას მშობლებთან და თანატოლებთან
·                განიხილავენ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს
·                აკვირდებიან, მსჯელობენ და განიხილავენ მოძიებულ მასალას
·                შექმნიან ბუკლეტს, გამოუშვებენ გაზეთს და პლაკატებს
·                შეიმუშავებენ შეფასების რუბრიკას
·                პროექტის პრეზენტაცია
·               შეფასება




         მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა:    -    როგორი არის  უსაფრთხო გარემო?

თემატური კითხვები:
·      მოქმედებს თუ არა უსაფრთხო გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე და შრომისუნარიანობაზე?
·      არის თუ არა გარკვეული წესების ცოდნა და დაცვა, რათა დავიცვათ დარემო დაბინძურებისაგან, რომელ წესზე გაამახვილებთ ყურადღებას?
·      ღებულობთ თუ არა ქცევის წესების შედგენაში მონაწილეობას?


შინაარსობრივი ან განმარტებითი კითხვები:
·      არის თუ არა ჩვენს სკოლაში, უბანში, ქალაქში დაცული გარემო ნარჩენებისაგან?

·         როგორ უნდა მოიქცე შენ, შენი მეგობრები დაცული გარემოს შესაქმნელად?
·         რას გააკეთებ ბუნების დასაცავად?




შეფასების გეგმა,  შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
·      გონებრივი იერიშის საშუალებით ვარკვევთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას
·      ვარკვევ რა მოლოდინი აქვთ პროექტისაგან
·      ვეცნობი მოსწავლეთა წინარე ცოდნას, მოსწავლეთა ინტერესების სფეროს.
·      ვადგენთ პროექტის სავარაუდო გეგმას
·      რუბრიკა:
,,ვიცი, რა გავიგე,რა მინდა ვიცოდე. "

     წინასწარ ერთობლივად შემუშავებული შეფასების რუბრიკით ვაფასებ პროექტის მიზნებიდან გამომდინარე შესრულებულ აქტივობებს, რომლებიც უნვითარებს მოსწავლეებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას, აჩვევს მათ დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას.
    პროექტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები თანხვედრაშია ე.ს.გ -თან და მის ინდიკატორებთან. მოსწავლეები ატარებენ კვლევა-ძიებას, აანალიზებენ მოპოვებულ შედეგებს, ადგენენ ჩეკლისტებს, ქმნიან ბუკლეტებს, უშვებენ გაზეთებს და პლაკატებს. მოსწავლეთა უნარის გათვალისწინებით, ისინი მუშაობენ სუსტ და ნიჭიერ მოსწავლეთა დამხმარე მასალაზე.
    მათი შრომის შედეგები შეფასების რუბრიკით ფასდება. 
პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის პრეზენტაცია ფასდება ყველა კომპონენტით; მოსწავლეთა სააზროვნო უნარები უფრო განვითარდა. ისწავლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება, დახარისხება და ადეკვატურად გამოყენება.

წინარე ცოდნაზე ახლის დაშენებით გაიღრმავეს ცოდნა და მოახდინეს ცოდნის კონსტრუირება, ახალი პროდუქტის შექმნა


შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

·          მოსწავლეთა საჭიროების განსაზღვრისას გამოვიყენე სქემა ,,ვიცი, რა მინდა ვიცოდე, რა გავიგე". შეფასების ეს ფორმა დამეხმარა დამედგინა მოსწავლეთა წინარე ცოდნა და მათი ინტერესების არეალი პროექტთან დაკავშირებით, პროექტის მსვლელობისას,
·          ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრუკა, - რათა დამედგინა, როგორ იცავენ ისინი ჯგუფური მუშაობის წესებს, როგორ ატაერბენ კვლევა-ძიებას, მოიპოვებენ ინფორმაციას და ახარისხებენ მას, როგორ აჯამებენ მოპოვებულ მასალას, ქმნიან სქემებს და დიაგრამებს.
·          მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების რუბრიკამ - (გაზეთი, ბუკლეტი, პლაკატი) გვიჩვენა რამდენადაა მორგებული მოსწავლეთა ნაშრომი თემის შინაარსს, მოპოვებულია თუ არა შესაბამისი სურათები, საჭირო სტატიები, როგორია დიზაინი
·          პროექტის შეფასების რუბრიკით შეფასდა პროექტის ყველა კომპონენტი: ინფორმაციის მოძიება-კვლევა, ჩართულობა, როგორ შესრულდა ე.ს.გ-თან მორგებული პროექტის მიზნები, რომელი ზედა დონის უნარები განუვითარდათ მათ.

საბაზისო უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის დასაწყისში
·        იციან მოსწავლეთა ქცევის წესები
·        შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება
·        კვლევების ჩატარება
·        ინტერვიუს აღება
·        იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული აქტივობისას
·        იყენებს ისტ-ს თანატოლებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან კომუნიკაციისთვის


სასწავლო პროცედურები, სასწავლო ციკლის აღწერა, მოსწავლეთა ჩართულობა

·         მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, აქვთ მიცემული დავალებები, უნდა აწარმოონ კვლევა
·         განიხილავენ მოსწავლეთა ქცევის კოდექსს
·         გამართავენ დისკუსიას  თანატოლებთან და მშობლებთან
·         მოიძიებენ მასალებს სკოლის დამლაგებლებისგან, შეხვდებიან ექიმს
·         დააკვირდებიან საკლასო ოთახებს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიას, შეამოწმებენ მათი დაბინძურების ხარისხს
·         დაასუფთავებენ სკოლის წინ მდებარე სკვერს
·         ვერის პარკში დარგავენ ხეებს
·         შექმნიან ბუკლეტს, გამოუშვებენ გაზეთს, პლაკატებს
·          შექმნიან შეფასების რუბრიკას, შეიმუშავებენ  კრიტერიუმებს
·         ჩაატარებენ პროექტის პრეზენტაციას


სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

·         ფოტოკამერა
·         კომპიუტერი
·         პროექტორი
·         ვიდეოკამერა
·         მონაცემთა ბაზა / ცხრილები
·         სლაიდები

ინტერნეტრესურსები

·         Google - ში ვებმისამართები ,,უსაფრთხოება", ,,დაიცავი ბუნება", ,,უსაფრთხო გარემო"


სხვა რესურსები

·         მოწვეული სტუმრები
·         პედაგოგები

·         მშობლები



პროექტი: 

,,დავიცვათ გარემო”



                                                                                    პროექტის    ავტორი
                                                                                     ლალი   ქვეითაია
                                                                                     კლასი  IV-2















გადაარჩინე  ბუნება
და
გადაარჩინე    სიცოცხლე!





                                IIკლასი

პეროექტი:       "მაწანწალა ძაღლები"

პროექტის  მიზანი: ავამაღლოთ მოსწავლეებში გარემოს დაცვისათვის მოვალეობის და პასუხისმგებლობის გძნობა,შევაყვაროთ ბუნება.გარემომცველი სამყარო,აღვზარდოთ 
მათში მოქალაქე,რომელსაც გაცნობიერებული აქვს მოვალეობა და პასუხისმგებლობა.
გამოვუმუშაოთ დაკვირვების ,აღმოჩენების უნარი.
ინფორმაციის მოპოვების და პრაქტიკაში გამოენების უნარი-ჩვევა.

მისაღწევი შედეგი.:მოსწავლეებმა იციან რა ზიანი მოაქვს ადამიანთა დაუდევრობას და უპასუხისმგებლო საქციელს.ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა აზარალებს არამარტო
ცხოველს;, არამედ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.იციან რას ნიშნავს ვეტერინალური სამსახური და რა შემთხვევასი უნდა მიმართონ მას.
შეუძლიათ მოიპოვონ საჭირო ინფორმაცია,დაახარისხონ ,შეაჯამონ და გამოიტანონ საჭირო დასკვნები.








პროქტის "მაწანწალა ძაღლების " პრეზენტაციას ესწრებოდნენ,გამოცდილების გაზიარების მიზნით, პედაგოგები: ნათია ნუგზარაშვილი და მაკა ავალიანი ,მათ მოეწონათ მოსწავლეთა  არგუმენტირებული მსჯელობა,დასკვნების გა მოტანის უნარი.









.


Комментариев нет:

Отправить комментарий