II კლასი(2016/2017სასწავლო წელი)
I სემესტრი
ჩავატარეთ რუბრიკა:"მე რომ კარგი მოსწავლე ვიყო," ვისაუბრეთ რას ნიშნავს ვიყოთ მეორეკლასელი და როგორია მოსწავლეთა ეთიკა,შევადგინეთ ჩვენი კლასის ქცევის წესები.
10.10.16
ჩავატარეთ ექსკურსია"თბილისი-წილკანი"
მოსწავლეებხე და მშობლებზე ექსკურსიამწარუშლელი შტაბეჭდილება დატოვა.
27.10.16.
მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იყო სამი პარალელური კლასის მასწავლერელთა მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიება "შემოდგომის ზეიმი"დერეფანი გაფორმებული იყო შემოდგომის ხვავისა და ბარაქის ამსახველი კუთხეებით შემოდგომისის დამახასიათებელი სურატები გააცოცხლეს მოსწავლეებმა ,წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და გაითამაშეს როლები.ღონისძიებამ დირექტორის მოადგილეზე ქ-ნ მერი ალბორიშვილზე კარგი შტაბეჭდილება დატოვა და სამივე მასწავლებელი დაჯილდოვდა სიგელებით
.
5.11.16
გაკვეთილზე ,სადაც დაგეგმილი გვქონდა პროექტის მაწანაალა ძაღლები" პრეზენტაცია
გამოცდილების გაზიარების მიზნით მოვიწვიეთ მასწავლებლები ნათია ნუგზარაშვილი და მაკა ავალიანი,გაკვეთილზე სინტერესო და პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს მოსწავლეებმა,პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ პროექტი აქტუალური იყო და ი ურთიერთგაზიარება გამოცდილების ძალიან სასარგებლოა მოსწავლეთა სწავლების ამაღლებისთვის.
10.11.
ჩავატარეთ ღია ინტეგრირებული გასვლითი გაკვეთილი ბოტანიკურ ბაღში.ინტეგრირებული საგნები:ქართული ენა, ბუნება,ხელობვნება.მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა მცენარეთა ჯიშებს ,გაიგეს რას ნიშნავს ენდემური ჯიშები. მათზე წარუშლელი შტაბეჭდილება დატოვა ჩანჩქერმა.
14.11.
მოვაწყვეთ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებებმა, ექსკურსიებმა ,შემოდგომის თემაზე ჩატარერებულმა ღონისძიებებმა მოსწავლეებს გაუღვიძა სურვილი თავიანთი ემოციები გადმოეტანათ ჩანახატებში.
18.11.16
კითხვის ტექნიკის გაუმჯობესების მიზნით ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებს,მათ შორის ძალიან ეფექტურია კითხვის საათის ჩატარება,მოსწავლეები კითხულობენ მოთხრობებს,ზღაპრებს,ქნიან პერსონაჯთა რუკას, ახასიათებენ მოქმედ გმირებს,
20.11.16
წმ.გიორგის დღესასწაულს მივუძღვენით ნახატი ფილმების რეტროსპექტივა,რომელიც
წმ.გიორგის ცხოვრებას და მის საგმირო საქმეებზე მოგვითხრობს.
25.11.16
მოსწავლეებს ვესაუბრე დიდ ქართველ მეცნიერზე და მოღვაწეზე ექვთიმე თაყაიშვილის დიდ თავგანწირვაზე და ღვაწლზე ერის შეუფასებელ საგანძურის შენახვის და გადარჩენისთვის.მოსწავლეები წავიყვანე მშბლებთან ერთად ვერის პარკში,სადაც დგას ექვთიმე თაყაიშვილის .ძეგლი
მოსწავლეებმა დიდი ხალისით მორთეს საახალწლოდ საკლასო ოთახი,მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ოთახის მორთვაში. პატარებმა მოამზადეს ლექსები,სიმღერები,დადგეს პატარა სპექტაკლი.მო
სწავლეების შემოქმედებამ მშობლების და სტუმრების მოწონება დაიმსახურა
I კლასი
28.01.16
მოსწავლეები ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას, ბიბლიოთეკარმა ქ-ნმა რუსუდან ფანჯიკიამ,
ესაუბრა რა როლი აკისრია ბიბლიოთეკას მოსწავლეთა აღზრდა-განვითარების საქმეში.
16..02.16
მოთხრობა "ფუტკარი და პეპელას'' მიხედვით სპექტაკლი გაითამაშეს ბავშვებმა. მოთხრობის ინსცენირება ძალიან მოეწონათ ბავშვებს, ასეთმა აქტივობამ მათი მოტივაცია ძალიან აამაღლა.
20.03.16
ჩატარდა ღია გკვეთილი ქართულ ენაში, გაკვეთილი დაგეგმილი იყო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-pried- ის მეთოდების და აქტივობების მიხედვით
.
5.03.16
ჩატარდა მხატვრულ-შემოქმედებითი ღონისძიება მიძღვნილი "რვა მარტისა და დედის დღისადმი"
ზეიმზე მოწვეულ იყვნენ მოსწავლეთა მშობლები.
ზეიმზე მოწვეულ იყვნენ მოსწავლეთა მშობლები.
14.04.16
ჩავატარეთ დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი, ბავშვებს ვესაუბრე რატომ ვზეიმობთ ამ დღეს, გავიხსენეთ დიდი მამულიშვილები, მიუძღვნით დედა ენის შენარჩუნებაში.
28.04.16
6.05.16
პირველკლასელთა შორის რჩატარდა კალიგრაფიაში კონკურსი,კონკურსში მოსწავლეებმა წარმატებები მოიპოვეს.
12.05.16
ჩავატარეთ ექსკურსია მარშრუტით; ,,მცხეთა-საგურამო-თბილისი'' ექსკურსიამ მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
16.05.16
ჩავატარეთ კონცერტი:"დამშვიდობება ანბანთან", კონცერტს ესწრებოდნენ: დირექტორი
ქ-ნი მანანა თურქაძე, დირექტორის მოადგილეები:
ქ-ნები მერი ალბორიშვილი, ნინო ალექსიძე და მოწვეული სტუმრები.
ქ-ნები მერი ალბორიშვილი, ნინო ალექსიძე და მოწვეული სტუმრები.
17.05.16
პირველკლასელთა შორის ჩატარდა სპორტულ შეჯიბრი,შეჯიბრი იყო აზარტული და ამ
უკომპრომისო ბრძოლაში გამარჯვების თასი მოიპოვა ჩვენმა კლასმა და ჩენპიონებიც გავხდით.
19.05.16
მოსწავლეები შეხვდნენ შეიარეღებული ძალების წარმომადგენლებს,ისინი ესაუბრნენ მოსწავლეებს თავიანთი საპატიო მოვალეობის მნიშვნელობაზე და დაათვალიერებინეს საბრძოლო მანქანები.
.
Комментариев нет:
Отправить комментарий