III/2 კლასის პედაგოგი ლალი ქვეითაია
თემა: ინტერაქტიული მეთოდებით ქართული ენის სწავლება
- სიმულაციის და როლური თამაშების გამოყენება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ეთიკური ნორმების, ქცევების შესწავლას, პრობლემის დანახვას და გადაწყვეტილების მიღების უნარების გამომუშავებას.
- თემასთან მორგებული ანდაზების მოძიება, შესწავლა-განმარტება.
- ლექსიკური მარაგის გამდიდრება, სინონიმებზე, ანტონიმებზე მუშაობა. ფრაზეოლოგიური მუშაობა.
- ზეპირი და წერითი უნარების განვითარებისათვის სხვადასხვა სავარჯიშოების შესრულება (საჭირო სიტყვების შერჩევა და წინადადებების დასრულება. პატარა მოთხრობის, თხზულების დაწერა),
- გრამატიკული მასალის განმტკიცებისათვის სქემების, ცხრილების შედგენა (მაგ: მოიფიქრეთ ვინ და რა ჯგუფის არსებითი სახელები; გადაიყვანეთ ზმნები მხოლობითი რიცხვიდან მრავლობით რიცხვში; გადაიყვანეთ ზმნები აწმყო ან წარსული დროიდან მომავალ დროში და ა. შ).
- საგნის დასახასიათებლად მოიფიქრეთ საჭირო ზედსართავი სახელები (ჭკვიანი, ასზრიანი, მოხერხებული, გონიერი).
- შესწავლილი მასალიდან მსგავსი მოთხრობების, იგავების შედარება (მაგ: ,,სათაგური" - ,,დათვი და მელა").
- მთავარი მოქმედი გმირების დახასიათება, მათი ქმედებების გასამართლება
- სავარჯიშოები მართლწერისა და პუნქტუაციური ნიშნების შესასწავლად (რთული სიტყვების, ,,თ" და ,,დ"-ზე დაბოლოებული სიტყვების მართლწერა, სიტყვის დამარცვლა და გადატანა).
- სავარჯიშოები წინადადების ტიპებზე, მათთან სათანადო სასვენი ნიშნების ხმარება.
- მეთოდი - 3, 2, 1 გამოყენება:
ა) სამი რამ, რაც განვიხილეთ
ბ) ორი რამ, რაც გავიგეთ
გ) ერთი რამ, რაზეც მეტი მსურს ვიცოდე
ნაწარმოების რუკის შედგენა მაგ: ,,ფუღურო"
1
|
სად ხდება მოქმედება?
|
ტყეში, მუხის ფუღუროში
|
2
|
როდის მოხდა აღნიშნული
ისტორია?
|
შემოდგომაზე
|
3
|
ვინ არის მთავარი მოქმედი
პირი
|
ობობა
|
4
|
აღწერეთ მოქმედი გმირების
დადებითი და უარყოფითი მხარეები
|
ობობა-შრომისმოყვარე,
მოზანდასახული, ოპტიმისტურად განწყობილი, დამთმობი;
თაგვი - წრიპინა, უწესო;
ბუ - უსუფთაო. ურცხვი
|
- დამოუკიდებლად ინფორმაციის მოპოვება, ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ საშუალებებთან (კომპიუტერი) მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განმტკიცება. ვებ-საიტებიდან: www. lit.ge; www.wikipedia.ge საჭირო მასალის მოძიება, ცოდნის გამდიდრება.
- მოსწავლეების ჩართვა სხვადასხვა პროექტებში.
- მხატვრული და შემოქმედებითი დილა-საღამოების მოწყობა.
- სასწავლო შემოქმედებითი ექსკურსიების ჩატარება.
თითქმის ყველა აქტივობას სჭირდება პროცედურების, წესებისა და დროის ლიმიტის დაცვა, რათა მან მოაღწიოს მიზანს.
ყველა ამ ტიპის აქტივობა და კიდევ მრავალი სხვა მასწავლებლის მიერ გონივრულად შერჩეული და შემოქმედებითად გამოყენებული, ეხმარება მოსწავლეებს განუვითაროს ძირითდი სამეტყველო უნარები, გამოუმუშაოს ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა და შეაყვაროს კითხვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий