ღონისძიებები


III/2 კლასი

ღონისძიებები 2013-2014 სასწავლო წელი 

 17  სექტემბერი
       ჩავატარეთ  საუბრები  " ზაფხულის   ბეჭდილებები".  მოსწავლეები  იხსენებდნენ დღეებს,  რომლებიც  მათ  ყველაზე  მეტად  დაამახსოვრდათ  არდადეგების  დროს. საუბარი ეეხო  მომავალ  გეგმებსაცმესამე  კლასში  რა  მოლოდინი  აქვთ  და თვიონ  როგორ  არიან განწყობილისასიამოვნოარომ  ყველამ  უკეთესად სწავლის  სურვილის  გამოთქვა .


24  სექტემბერი
      გვქონდა  საუბარი  "რაზე  ოცნებობენ  ადმიანები - ბავშვები".  უმრავლესობა ოცნებობს სხვადასხვა  ტექნიკის  შეძენაზე,  მაგრამ  ზოგიერის  ოცნების  საგანია, რომ  მშობლებიახლობლებიკარგად   იყვნენყველანი  ოცნებობენ მოგზაურობაზე .
დახატეს  სურათები  და  გავაკეთეთ  მინი  გამოფენა .


29  სექტემბერი
      ვისაუბრე თანაგრძნობაზეადამიანურ  ურიერობებზე,  როგორ  იქცევა  აღზრდილი ბავშვი  უფროსებთან  ურიერობისასუფროსებისადმი პატივისცემამშობლებთან ზრდილობიანი  დამოკიდებულება  და - ძმებზე  ზრუნვა ჩვენი  ერის  ტრადიციული  ჩვევაარომელიც  ყველა  ადამიანმა  უნდა  დაიცვას .


ნეომბერი
     გავიამაშეთ  პატარა  სცენებისიმულაციები  კლასში  წარმოქმნილ  კონფლიქტურ სიტუაციებზეერთად  ვმსჯელობდით  მა დაძლევის  გზებზეშევანხმდირომ მენტორის  როლი  დიდია  და  კომუნიკაციას  აქვს  დიდი  მნიშვნელობადანააულის დროს აუცილებელია  მოიხადო  ბოდიში.


 10 ნოემბერი
   კლასის მოსწავლეები დაესწრნენ მსახიობის სახლში სპექტაკლს ,,თანამდევი სული. "სპექტაკლი შექმნილი იყო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით.
       სპექტაკლმა მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.




19  ნოემბერი
      მოვაწყვეთ  კოლექტიური  კივა  "ტყის  ალქაჯი  მატილდა".  საუბარი  შეეხო როგორი უნდა იყოს  კარგი  მეგობარი  ამისავის  აუცილებელია ურიერთპატივისცემათანაგრძნობამოყვასის  სიყვარული,    მიმტევებლობა  და პატიების  უნარის  განვითარება .


2ნოემბერი
      დისკუსია :  "ყველას  შეგვიძლია  მეგობრობა''  სიმულაციების  განხილვაპირადი გამოცდილებიდან  მაგალიების  მოყვანადისკუსიაზე  გამოიკვეთა  აზრი, რომელსაც  ყველა ეთანხმებოდააუცილებელია  სხვისი  აზრის  გავალისწინება  და პატივისცემის  გრძნობის აღზრდა .



30  ნოემბერი
      მოვაწყვეთ  ექსკურსია  მთაწმინდის  პანთეონში.   გავეცანით  ქარველი  პოეტების და საზოგადო  მოღვაწეების  ცხოვრებას  და  შემოქმედებასმოსწავლეებმა  წაიკიხეს ლექსები .










4 დეკემბერი
       ჩავატარეთ ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა იყო ,,სულიერების სამყაროში". გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ქალბატონი მანანა თურქაძე და სტუმრები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი, ,,ქარული პოეზიის თანავარსკვლავედი" წაიკითხეს აკ. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, გ. ტაბიძის, ა. კალანდაძის და მ. მაჭავარიანის ლექსები.








20 დეკემბერი
     III / 2 კლასმა ჩაატარა საახალწლო ზეიმი.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები იცეკვეს და იმხიარულეს. საახალწლო ზეიმზე სასწ. ნაწილმა ქ-ნმა მერი ალბოჩიშვილმა და პედ. ლ.ქვეითაიამ გადასცეს სიგელები მოსწავლეებს,  რომლებმაც 2013  წელს სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში და სპორტულ ღონისძიებებში მიაღწიეს წარმატებებს.
                             










7 თებერვალი
    მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია მიძღვნილი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი.  მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და წაიკითხეს მოხსენებები მიძღვნილი დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.









14 მარტი
     ჩატარდა პოეზიის დღე, რომელიც ,,დედის დღეს" მოეძღვნა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. დაწრეს თავისუფალი თემა, ჩემი დედა". გააანალიზეს ანდაზები დედაზე.



8 აპრილი
    საუბარი მიეძღვნა 9 აპრილის გმირებს. ქართველი ხალხის დაუცხრომელ ბრძოლას თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის.
     მოსწავლეებმა გაიხსენეს ის 21 გმირი ქართველი ახალგაზრდა, რომლებიც 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს დაუღუპნენ. მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე ნათია ბაშალეიშვილი და თამარ ჭოველიძე.
პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.



13 აპრილი
     ჩატარდა მხატვრული დილა. ,,ო, ენავ, ჩემო", მიძღვნილი ქართული ენის დღისადმი: ბავშვებმა ისაუბრეს ქართულ ანბანზე, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს 1978 წლის მოვლენები, როცა ქართველმა ხალხმა თავგანწირულად დაიცვა ქართული ენის სტატუსი - სახელმწიფო ენა.



18 აპრილი 
   მონაწილეობა მივიღეთ სასკოლო ვიქტორინაში, სადაც მესამე კლასელთა ცხრა პარალელი მონაწილეობდა. მოსწავლეები წარმატებით გამოვიდნენ. საერთოდ ვიქტორინამ დამსწრე საზოგადოებაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.







III/2 კლასს გადაეცა სიგელი ვიქტორინაში ,,ყველაზე ჭკვიანი" წარმატებული მონაწილეობისათვის


27 აპრილი 
      ჩავატარეთ კონცერტი ,,გაზაფხული შემოსულა, ლენ". 
მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ხალხური და თანამედროვე საბავშვო სიმღერები და ცეკვები. შესრულდა სიმღერები ხალხურ საკრავთა თანხლებით. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ცეკვებმა:  ,,ქართული", ,,მოხეური", ,,რაჭული" და საბალეტო ნომერმა ,,ვალსი".
       ცეკვები შეასრულეს გ.თეთრუაშვილმა, ნ.ზუხბაიამ, ლ.ბასარიამ და კ.ბერძენიშვილმა.        კონცერტმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.









20 მაისი 
 მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი.
       განსაკუთრებული მოწონება ხვდა ნინო დვალის ნამუშევრებს.





8 ივნისი 
      ჩავატარეთ სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია ,,ბოდბე-სიღნაღი".
მოსწავლეებმა მოიპოვეს ინფორმაცია, გაეცნენ სამონასტრო კომპლექსის - ბოდბის წმ. ნინოს ტაძრის ისტორიას. ბავშვებმა და მათმა მშობლებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბოდბის და სიღნაღის ისტორიულ-რელიგიური ღირსშესანიშნაობები. მოინახულეს სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
     ექსკურსიამ მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.






                   

 

IV /2 კლასი (2014/2015 სასწ. წელი)

11.10.14 წ

11 ოქტომბერს მოსწავლეები მშობლებთან ერთად წავედით ექსკურსიაზე ''თბილისი- მარტყოფი'''ულამაზესმა ბუნებამ, უძველესმა ეკლესიამ, ბავშვებზე და მშობლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

               

  5.11.14

 5 ნოემბერს ჩავატარეთ ღია გაკვეთილი მოსწავლეთა სასახლის პლანეტარიუმში. მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია ჩვენს გალაქტიკაზე. პლანეტებზე, ისაუბრეს "ირმის ნახტომზე". მოსწავლეთა ცოდნამ მათ მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ  ლექტორებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
 


6.12.14 წ

6 დეკემბერს მე-4 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ  მოზარდმაყურებელთა თეატრს და ნახეს  სპექტაკლი "ხაზარულა" სპექტაკლი მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ
.

18.12.14 წ

18 დეკემბერს მე-4 კლასელებმა ჩაატარეს პროექტის პრეზენტაცია '"უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო გარემო". პროექტი ძალიან საინტერესო იყო .ის ეხებოდა მოსწავლეთა ქცევის წესების დარღვევას, პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევები, მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, შეხვდნენ  ექიმს და მანდატურებს, პროექტმა დირექციის მაღალი შეფასება დაიმსახურა





 


26.12.14 წ

26 დეკემბერს მოსწავლეებმა ჩაატარეს საახალწლო კარნავალი, იცეკვეს, იმღერეს, , წაიკითხეს ლექსები და იმხიარულეს.




10.02.15 წ

10 თებერვალს ჩავატარეთ კონფერენცია: 'ვსწავლობთ ჩვენი სამშობლოს ისტორიას''. მოსწავლეებმა მოამზადეს თემები  საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდიდან,
სასიამოვნოა რომ ისინი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საკონფერენციო მასალების მომზადებას.





15.03.15 წ

15 მარტს მე-4 კლასელები  მშობლებთან ერთად ვეწვიეთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, მუზეუმის თანამშრომლებმა ბავშვებს უამბეს ილია ჭავჭავაძიღ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ პოეტის პირად ნივთებს, ბიბლიოთეკას "დროების" ნომრებს.








 21.05.15 წ

ჩავატარეთ ინგლისურ-ქართულ ენოვანი პროექტის: "ჩვენი ფერმა" პრეზენტაცია. მოსწავლეებმა მოამზადეს მაკეტები. პროექტი იყო შემეცნებითი და შემოქმედებითიც. მოსწავლეებმა მრავალი აქტივობები გამოიყენეს, რათა პროექტი ყოფილიყო საინტერესო და სანახაობრივი, პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დირექცია, მშობლები, მასწავლებლები და სტუმრები, პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა

.






3.06.15 წ

სასწავლო წლის ბოლოს 7 ივნისს წავედით ექსკურსიზე მარშრუტით: "თბილისი-შიომღვიმე-ჯვარი". მოსწავლეები მოემზადნენ ექსკურსიისთვის, გავაცანი შიო მღვიმელის მოღვაწეობა აკრიანის თებში. მოსწავლეები და მშობლები დიდი ინტერესით გაეცნენ ამ უძველესი მონასტრის ისტორიას.




10.06.15 წ

ჩავატარეთ გამოსათხოვარი კონცერტი, ჩემი მოსწავლეები მე-5კლასში გადავიდნენ. მათ წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება. ძალიან ლამაზი და სასიმოვნო კონცერტი იყო, თუმც ცოტა ნაღვლიანი. გზადალოცვილს ევლოს ჩემს მოსწავლეებს.





                   


Комментариев нет:

Отправить комментарий